ანა დოლიძემ მისი პარტიიდან თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიას ხალხისთვის თბილისის ყველა უბანში ეყოლება კანდიდატი. ანა დოლიძის განცხადებით, მისი ახლადშექმნილი პარტიის ყველა წევრი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
თავად ანა დოლიძე პარტიის სახელით თბილისის მერობისთვის იყრის კენჭს.
„პარტიას უკვე ჰყავს გუნდი, სუფთა, პროფესიონალი, მებრძოლი, საქართველოზე შეყვარებული ადამიანების, რომლებიც მზად არიან, აიღონ ეს პასუხისმგებლობა თბილისში. ეს გუნდი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც არიან განათლებულნი, არაერთი წარმატებული ქართული ბიზნესის მმართველები, აერთიანებს გუნდს, რომლებმაც კარგად იციან საჯარო ჯანმრთელობა, მისი პრობლემები, აერთიანებს ეკონომისტებსა და იურისტებს", - განაცხადა ანა დოლიძემ.
პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი -ალექსანდრე რატიშვილი
- სამგორის რაიონი მაჟორიტარობის კანდიდატი -ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
- ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი -სერგო ლომიძე
- დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - ნინო წულაძე
- საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი - თამარ ჭიჭინაძე
- მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი- ნინო ქოქოსაძე
- ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - კობა კობახიძე
- კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - მაია კეკუა
- ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - მიხალის ირემაძე
- გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - ირაკლი თედორაძე